Friday 9 November 2018

პროექტი

1.პროექტის   სახელწოდება: ძამას  ხეობის  ისტორიული  და  კულტურული  ძეგლების  გზამკვლევი.

2.პროექტის  მთავარი  იდეა: მდინარე  ძამას  ხეობაში  არსებული  ღირსშესანიშნავი  ადგილების  გზამკვლევის  შედგენა.
3.პროექტის  აქტუალობა:ძამას  ხეობის  ისტორიული  და  კულტურის  ძეგლების  შესახებ  ცოდნის  გაღრმავება,თითოეულ  ძეგლთან  დაკავშირებული  ისტორიული  და  ფოლკლორული  მასალის  მოძიება, საინფორმაციო  ტექსტის  შექმნა       გზამკვლევის  შედგენა.

4.პროექტის  მიზანი  :::მოსწავლეებში  ინფორმაციის  მოძიების,დახარისხებისა  და  ანალიზის,,,  საინფორმაციო  ტექსტის  შექმნის,კვლევის  უნარ-ჩვევის  განვითარება,  მშობლიური  მხარის  ღირსშესანიშნავი  ადგილების  შესახებ არსებული   ცოდნის  გაღრმავება,თანამშრობლობისა  და  კრეატიული  აზროვნების  უნარის  განვითარება.
5.მონაწილეთა  ასაკი :12-13წელი
6 .ვადები: ერთი  კვირა

7 .მოსალოდნელი  შედეგები |პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას:  შეიქმნება  საინფორმაციო  ტექსტი,  მოსწავლეები  მოიძიებენ  ძამას  ხეობის  ღირსშესანიშნაობების
შესახებ  არსებულ  ინფორმაციას  ინტერნეტიდან,  ლიტერატურიდან,  ხეობის    მაცხოვრებლებიდან,  მოიძიებენ  ან  შექმნიან  ფოტო  მასალას   .

8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  თაბახის  ფურცლები ,ქსე  ტ.11 ,ფოტოაპარატი, ინტერნეტი.

9.პროექტის   მსვლელობა( ძირითადი  აქტივობები):  1.  საორგანიზაციო  საკითხები (წინარე  ცოდნის  გააქტიურება_   რა  ვიცით  გზამკვლევის  შესახებ ;ჯგუფებად  დაყოფა,  დავალებების  განაწილება,მასწავლებლის  რჩევები  გზამკვლევის  შესადგენად,  პროექტის  გეგმის  შემუშავება).

2.ძამის  ხეობის  ისტორიული  ძეგლების  სიის  შედგენა.

3გეოგრაფიის  მასწავლებლის  დახმარებით  რუკის  შედგენა,რომელზეც  მითითებული  იქნება   ყველა  ობიექტი,  რომელთა  შესახებაც  მოსწავლეები  ინფორმაციას  მოიძიებენ.

4. ინფორმაციის  მოძიება  ენციკლოპედიასა  და  ინტერნეტში.

5ისტორიული  ძეგლების  მონახულება,ფოტო  მასალის  შეგროვება.  ძეგლებთან  დაკავშირებული  გადმოცემების  შეგროვება.

6.  დაკვირვება  ჯგუფების  მუშაობაზე:რჩევების  მიცემა წახალისება ...

7.  პრეზენტაცია


10 .ესგ  კავშირი  : ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.  
ქართ. VII. 8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.    
           ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით. 
            ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. 

ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.  

ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.

ქართ. VII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგი-ების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზები-სათვის.   
   


11 .პროექტის  ხელმძღვანელი  :გიული   ყულუმბეგაშვილი


12 .ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა :gulokulumbegashvili@gmail.com


13 .პროექტის  ვებგვერდი | ბლოგი :


პროექტის  განხორციელების  გეგმა

პრეზენტაცია კარგ ქართველთა ხსოვნისათვის

Sunday 21 October 2018

სავარჯიშო

საგანი : ქართული   ენა  და  ლიტერატურა