Sunday, 8 March 2026

კლუბი

 

კეხიჯვარის  საჯარო  სკოლა       2024-  20245  სასწავლო  წელი

 

           ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი“ ბალავარი“

 

მ/წლის სექტემბერში   შეიქმნა  ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი  ,სახელწოდებით  :“ბალავარი’’. 

       კლუბმა განსაზღვრა მუშაობის წესები , მიზნები და ამოცანები.

1.კლუბის ზოგადი  დებულება

     ა)კლუბი დაარსდა სკოლის ბაზაზე,

მასში გაერთიანებულია მე-9 -მე-10 კლასების 12 მოსწავლე.

  ბ) კლუბი მუშაობას წარმართავს „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს   კანონის გათვალისწინებით.

  გ)კლუბს აქვს წესდება,სლოგანი და ლოგო.

   დ)კლუბის მისამართი : ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ.კეხიჯვარის საჯარო სკოლა

ე)საკონტაქტო ტელეფონი :591  05  70  25

              კლუბის სახელწოდება  : „ბალავარი“

                              სლოგანი : „ენა  დედაა ერისა ‘’

                              ლოგო :

       კლუბის წესდება  

1.კლუბს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი ;

2.კლუბში გაერთიანების უფლება აქვს მე-9  ,მე-10 კლასების ნებისმიერ მოსწავლეს სურვილის მიხედვით;

3.კლუბის წევრი ვალდებულია დაესწროს კლუბის შეკრებას;

4.კლუბის თითოეულ წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ აქტივობებში;

5.კლუბის წევრი ვალდებულია ,დაიცვას კლუბის წესდება.

     კლუბის დაარსების იდეა,მისი ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალურობა

           კლუბის დაარსების იდეა გამომდინარეობს მოსწავლეთა საჭიროებებიდან და მისი მუშაობა ხელს შეუწყობს  არსებული პრობლემის გადაჭრას.

 კლუბის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ მოთხოვნების მიხედვით,რათა უკეთ დაეუფლონ მშობლიური ენის გრამატიკას,რაც სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი გახდება მომავალში. უფრო მეტ დროს დავუთმობთ იმ საკითხებს,რომლებსაც მოსწავლეები არასწორი ფორმით იყენებენ წერისა თუ მეტყველების დროს.

               

       

 

 

                                

       

 

 

                 

 

კლუბის  მიზანი  : მოსწავლეთა  ცოდნის  გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების  მიხედვით.

საკლუბო მუშაობამ  მოსწავლეებს  უნდა  განუვითაროს ენობრივი  უნარები ,გაუმდიდროს  ლექსიკური  მარაგი.

   მოსწავლემ  უნდა  შეძლოს  ენობრივ--გამომსახველობითი  საშუალებებისა და  გრამატიკის  საკითხების ცოდნის  ფუნქციურად  გამოყენება ზეპირი და წერითი  მეტყველების  დროს  (ქართ.საბაზო  9) .

  ასევე  უნდა შეძლოს  სტრუქტურული და ორგანიზაციული ელემენტების ცოდნის ფუნქციურად  გამოყენება კონკრეტული მიზნით  (ზეპირი  თუ  წერითი  მეტყველების  დროს) (ქართ.საბ.10). 

       

    საკლუბო მუშაობის გეგმა 2024-2025 სასწავლო წელი

N

აქტივობის   დასახელება

განხორციელების დრო

პასუხისმგებელი პირი

1.

ორგანიზაციული საკითხების მოგვარება:ა)კლუბის წევრების მიღება განაცხადის საფუძველზე; ბ)კლუბისათვის სახელწოდების,სლოგანის,ლოგოს შერჩევა;გ)კლუბის წესდებისა და სამუშაო გეგმის გაცნობა- დამტკიცება; დ)ლიდერი მოსწავლის არჩევა;

 

 

 

სექტემბერი

 

 

 

კლუბის ხელმძღვანელი

2.

  ა)ქვიზი -როგორ გვახსოვს ქართული სიტყვების მნიშვნელობები?  ბ)ტესტი -რომელი სიტყვაა გამოტოვებული ცნობილი ნაწარმოებების სათაურებში?

 

 

ოქტომბერი

კლუბის ხელ-ი

3

   ა)შეამოწმე ,რამდენად ძლიერი ხარ პუნქტუაციაში ბ)ტესტი - გამოიცანი ფრაზებით ცნობილი ქართული ნაწარმოებები;

 

 

ნოემბერი

კლუბის ხელ-ი

4

ა) რომელია სწორი ფორმა? (გააკეთეთ მარტივი ტესტი,რომელიც თქვენს ცოდნას შეამოწმებს ; ბ)ტესტი ფსევდონიმებზე -იცით თუ არა ქართველ მწერალთა და პოეტთა ნამდვილი გვარები ?

 

 

დეკემბერი

 

 

კლუბის ხელ-ი

5.

ა)   ტესტი:ხარ თუ არა პოეზიის ნამდვილი თაყვანისმცემელი? ბ)კროსვორდი:გამოიცანი მწერალი ნაწარმოებით;

 

 

იანვარი

 

 

კლუბის ხელ-ი

6.

ქართული ენის სიწმინდის დაცვა ჩვენი უპირველესი საზრუნავია: ა)კვირა ბარბარიზმის გარეშე  ბ)ტესტი: რამდენად კარგად ფლობ ქართული ენის გრამატიკას?

 

 

თებერვალი

 

 

კლუბის ხელ-ი

 

7

ფრაზეოლოგიზმებზე მუშაობა: ა)კონკურსი_ვინ უპასუხებს სწრაფად და სწორად?ბ) ტექსტის შექმნა შერჩეული ფრაზეოლოგიზმის გამოყენებით.

 

 

მარტი

 

 

კლუბის ხელ-ი

8

გრამატიკა ცხოვრებაში (ქართული ენის წესების გააზრება ყოველდღიურ ცხოვრებაში).  ა)ტესტი: რამდენად კარგად ფლობთ ქართული ენის გრამატიკას? კონკურსი:ნამდვილად კარგად ფლობთ ქართული ენის გრამატიკას ,თუ ამ 10 ტესტიდან 8-ს მაინც უპასუხებთ სწორად. ბ) ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა;

 

 

აპრილი

 

 

კლუბის ხელ-ი

9

კონკურსი : არის თუ არა ეს ფრაზა „ვეფხისტყაოსანში’’?ბ)კლუბის მუშაობის შეჯამება

 

მაისი

 

კლუბის ხელ-ი

კლუბის წევრები

 

 

 

                             

No comments:

Post a Comment