Sunday, 8 March 2026

გაკვეთილის გეგმა მე-6 კლასი

 

                                          გაკვეთილის გეგმა     

მასწავლებლის  სახელი  და  გვარი  : გ. ყულუმბეგაშვილი         

   საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა   

  სწავლების საფეხური  : დაწყებითი   მე-6 კლასი    

  მოსწავლეთა რაოდენობა :  19    

  გაკვეთილის თემა  : ი. გოგებაშვილის  მოთხრობა  „ იოთამ ზედგენიძის თავდადება ‘’

 გაკვეთილის მიზანი : ჯგუფური მუშაობისა და საპრეზენტაციო  უნარ-ჩვევების, საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და დაცვის, მსჯელობის უნარის განვითარება. 

ორგანიზების ფორმები: საერთო- საკლასო, ინდივიდუალური, ჯგუფური    

შეფასების ფორმები : განმავითარებელი  ,თვითშეფასება, ურთიერთშეფასება     

შესაბამისობა ესგ-თან :ქართ. დაწყ.(2) 1.მოსწავლემ უნდა შეძლოს  სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

რესურსი  : სახელმძღვანელო,  ინტერნეტ რესურსი  _ ვიდეომასალა  „წმინდანთა ცხოვრება“.   

 

         გაკვეთილის მსვლელობა  :  აქტივობა  1.  წინარე  ცოდნის გააქტიურება ( 2-3 წთ ) :  ა) რას მოგვითხრობს ი. გოგებაშვილის „იოთამ ზედგენიძის თავდადება? 

ბ) ადამიანის რომელი   2  თვისება უპირისპირდება ერთმანეთს ნაწარმოებში ? 

გ) ვინ, რომელი   პერსონაჟები  ემსახურებიან სიკეთეს ?

დ) როგორი პიროვნებაა ყვარყვარე ათაბაგი  ?  

 აქტივობა  2 .  ჯგუფური სამუშაო    (10-15 წთ.)   : მოთხრობაში წარმოდგენილი პერსონაჟების  მოკლე დახასიათება და მათი საქციელის შეფასება  არგუმენტირებულად.

აქტივობა  3. პრეზენტაცია  (5-7 წთ.)

თვითშეფასება, ურთიერთშეფასება  ( მოსწავლეები აფასებენ:  1.საკუთარი  ჯგუფის მუშაობას ;  2. ერთი ჯგუფი აფასებს მეორე ჯგუფის მუშაობას (მოსწავლეებს წინასწარ ეძლევათ  შეფასების სქემები .( დრო : 5 წთ .) 

აქტივობა 4. ინტერნეტრესურსი  (ვიდეომასალა)( :5 წთ)  „-წმინდანთა ცხოვრება“

აქტივობა 5.  ვიდეომასალის ნახვით გამოწვეული შთაბეჭდილების  გაზიარება (5 წთ )  : ა)  რა იყო წარმოდგენილი ვიდეომასალაში ?   

ბ). რა შთაბეჭდილება მოახდინა ნანახმა / მოსმენილმა თქვენზე ?

აქტივობა 6.განმავითარებელი შეფასება ცალკეული ჯგუფის და მთლიანად გაკვეთილის.  (3- წთ)

აქტივობა 7 . საშინაო დავალება (2 წთ) : დაწერეთ თხზულება თემაზე : „გმირები  არ კვდებიან ‘’

 

                     ჯგუფის მუშაობის შეფასების რუბრიკა

 

კრიტერიუმები

კი

არა

განმავითარებელი კომენტარი

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია

 

 

 

ჯგუფის წევრები    

უსმენენ ერთმანეთს

 

 

 

ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)

 

 

 

ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს.

 

 

 

ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს

 

 

 

ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს

 

 

 

 

 

ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობის თვითშეფასების სქემის ნიმუში

 

ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ

ყოველთვის

ზოგჯერ

არასდროს

როცა სხვა ლაპარაკობს, ვუსმენ ყურადღბით

ყოველთვის

ზოგჯერ

არასდროს

განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ

ყოველთვის

ზოგჯერ

არასდროს

დაკისრებულ ფუნქციას ვასრულებ.

ყოველთვის

ზოგჯერ

არასდროს

ვიცი რომ კამათი ჩხუბში არ უნდა გადაიზარდოს

ყოველთვის

ზოგჯერ

არასდროს

ვიცავ დროის ლიმიტს.

ყოველთვის

ზოგჯერ

არასდროს

 

 

 

 

 

 

პრეზენტაცია

 

კრიტერიუმი

დიახ

არა

ნაწილობრივ

რეკომენდაცია

პასუხობს დავალების პირობას

 

 

 

 

მეტყველება გამართულია, საუბრობს მკაფიოდ, იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას

 

 

 

 

მსჯელობა თანმიმდევრულია, იცავს პრეზენტაციის ძირითად სტრუქტურულ ელემენტებს (შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა)

 

 

 

 

საკუთრი მოსაზრების საილუსტრაციოდ მოჰყავს შესაბამისი მაგალითები.

 

 

 

 

ფლობს აუდიტორიას, იყენებს არა-ვერბალური კომუნიკაციის ელემენტებს.

 

 

 

 

იცავს დროის ლიმიტს.

 

 

 

 

 

ვიქტორინა მე-8 ა კლასი

 

ვიქტორინა           მე-8 ა  კლასი          

1.ვინ არის ავტორი სიტყვებისა  : „ქართული მარტო ენაა?!   ქართული  ქართველთ რწმენაა !ღმერთია ! ბედისწერაა !ზღვა როა,იმოდენაა  ! „

ა)ლადო ასათიანი  ბ)მუხრან  მაჭავარიანი  გ)იოსებ  ნონეშვილი  დ)  ტარიელ  ხარხელაური      

2  .რომელი ქართველი მეფის სახელს უკავშირდება  ქართული ანბანის შექმნა  :

ა) ვახტანგ გორგასალი  ბ)დავით  აღმაშენებელი  გ)ფარნავაზი  დ)დემეტრე თავდადებული  

3 . რომელია სწორი ფორმა  :მღეროდნენ                  მღეროდენ

                                                        სუბთა                                სუფთა   

                                                        იეფი                                   იაფი 

                                                         ედგნენ                               ედგენ  

                                                          ღზრდის                            ზრდის   

                                                          სჩანს                                  ჩანს   

                  გადაწყვიტავს                  გადაწყვეტს   

                   ეთერიმ                               ეთერმა    

                     ვმღერივარ                       ვმღერი 

                     ავღნიშნე                          აღვნიშნე  

                       იცვამს                           იცმევს 

                       ეხლა                            ახლა  

                     აქეთ                                აქით  

                     რეანიმაცია                     რეამინაცია 

                     იეფი                                 იაფი 

                      შაბათი                            შაფათი  

                      ლამაზათ                          ლამაზად

                       მარტივად                        მარტივათ  

                      ნერვოზი                           ნევროზი

                      ტრამვა                              ტრავმა

პარასკევი                           პარასკები 

აბსურდი                             აფსურდი 

კარგად                                კარგათ

სვავს                                   სვამს

მზგავსი                                მსგავსი

კრეფს                                 კრეფავს

პლიაჟი                                 პლაჟი  

დაანონსა                            დააანონსა   

მადლობა  მოუხადა          მადლობა გადაუხადა

4 . მოუძებნე  პოეტური სამკაულები  : 

...                  ბუნება 

...                  გოგონა

...              მამულიშვილი

...                ქართველი

...             მაგალითი 

...          სიტყვა    

...                  მეგობარი

...               მზეთუნახავი

...               სიყვარული 

...               ამბავი  

5. გადმოეცი ერთი  სიტყვით  :  რა  ჰქვია მას, ვისაც შრომა  უყვარს ? 

ადამიანს ,რომელსაც ზრდილობა არ გააჩნია ? 

ადამიანს,რომელიც ქცევის წესებს არ იცავს ?

ქალს,რომელიც მანდილს ატარებს ? 

კაცს, რომელსაც სამშობლო უყვარს ?

6.დაალაგეთ სიტყვები ისე,რომ  მიიღოთ წინადადება  :ჭეშმარიტი  ჰქონია სადაც  კი  ლამპარი  ოდესმე  დედაენა დანთებულა  განათლების ბურჯად ყოველთვის  . 

( „სადაც კი ჭეშმარიტი განათლების ლამპარი დანთებულა,ბურჯად ყოველთვის დედაენა ჰქონია“)

7 . რას ნიშნავს  :  არამკითხე მოამბე          (მეტიჩარა,ვინც სხვის საქმეში თვითნებურად ერევა)  

ბევრმა წყალმა ჩაიარა                             (დიდი დრო გავიდა)

გზა      მოუჭრა                                           (თავისუფლად  მოქცევის  საშუალება არ მისცა )

ხელი    ჩაიქნია                                         (იმედი  დაკარგა  )

ჭკუა        წააგო                                            (უგუნურად ,   უჭკუოდ მოიქცა )   

ცეცხლზე  ნავთს  ასხამს                         ( მდგომარეობას  კიდევ   უფრო  ამწვავებს ) 

ყელში   ამოუვიდა                                    (მობეზრდა  ) 

კბილი   მოუსინჯა                                      ( გამოსცადა )   

პირკატა       ეცა                                           ( გაოცდა,  სახტად  დარჩა  ) 

ცხრა  თოკშია  გამძვრალი                     (ცბიერი, მოხერხებული,ეშმაკი ვინმეა )

8. შეურჩიეთ  სინონიმები  :  სკოლა 

მასწავლებელი 

გოგრა  

კომში

დადუმდა

დაწყნარდა 

გაუკვირდა

უთხრა

გამრჯე

მხდალი 

9.  მოუძებნეთ  ანტონიმები  : სიკეთე               ( ბოროტება )

წარმატება          

გამარჯვება  

მოგება

ომი 

მოვიდა   

ტირის 

ადის   

ჭკვიანი

ადრე                                 

Friday, 9 November 2018

პროექტი

1.პროექტის   სახელწოდება: ძამას  ხეობის  ისტორიული  და  კულტურული  ძეგლების  გზამკვლევი.

2.პროექტის  მთავარი  იდეა: მდინარე  ძამას  ხეობაში  არსებული  ღირსშესანიშნავი  ადგილების  გზამკვლევის  შედგენა.
3.პროექტის  აქტუალობა:ძამას  ხეობის  ისტორიული  და  კულტურის  ძეგლების  შესახებ  ცოდნის  გაღრმავება,თითოეულ  ძეგლთან  დაკავშირებული  ისტორიული  და  ფოლკლორული  მასალის  მოძიება, საინფორმაციო  ტექსტის  შექმნა       გზამკვლევის  შედგენა.

4.პროექტის  მიზანი  :::მოსწავლეებში  ინფორმაციის  მოძიების,დახარისხებისა  და  ანალიზის,,,  საინფორმაციო  ტექსტის  შექმნის,კვლევის  უნარ-ჩვევის  განვითარება,  მშობლიური  მხარის  ღირსშესანიშნავი  ადგილების  შესახებ არსებული   ცოდნის  გაღრმავება,თანამშრობლობისა  და  კრეატიული  აზროვნების  უნარის  განვითარება.
5.მონაწილეთა  ასაკი :12-13წელი
6 .ვადები: ერთი  კვირა

7 .მოსალოდნელი  შედეგები |პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას:  შეიქმნება  საინფორმაციო  ტექსტი,  მოსწავლეები  მოიძიებენ  ძამას  ხეობის  ღირსშესანიშნაობების
შესახებ  არსებულ  ინფორმაციას  ინტერნეტიდან,  ლიტერატურიდან,  ხეობის    მაცხოვრებლებიდან,  მოიძიებენ  ან  შექმნიან  ფოტო  მასალას   .

8. პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:  თაბახის  ფურცლები ,ქსე  ტ.11 ,ფოტოაპარატი, ინტერნეტი.

9.პროექტის   მსვლელობა( ძირითადი  აქტივობები):  1.  საორგანიზაციო  საკითხები (წინარე  ცოდნის  გააქტიურება_   რა  ვიცით  გზამკვლევის  შესახებ ;ჯგუფებად  დაყოფა,  დავალებების  განაწილება,მასწავლებლის  რჩევები  გზამკვლევის  შესადგენად,  პროექტის  გეგმის  შემუშავება).

2.ძამის  ხეობის  ისტორიული  ძეგლების  სიის  შედგენა.

3გეოგრაფიის  მასწავლებლის  დახმარებით  რუკის  შედგენა,რომელზეც  მითითებული  იქნება   ყველა  ობიექტი,  რომელთა  შესახებაც  მოსწავლეები  ინფორმაციას  მოიძიებენ.

4. ინფორმაციის  მოძიება  ენციკლოპედიასა  და  ინტერნეტში.

5ისტორიული  ძეგლების  მონახულება,ფოტო  მასალის  შეგროვება.  ძეგლებთან  დაკავშირებული  გადმოცემების  შეგროვება.

6.  დაკვირვება  ჯგუფების  მუშაობაზე:რჩევების  მიცემა წახალისება ...

7.  პრეზენტაცია


10 .ესგ  კავშირი  : ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.  
ქართ. VII. 8. მოსწავლეს შეუძლია ამოიცნოს და შეაფასოს ტექსტის შესაბამისობა კონკრეტულ მიზანსა და აუდიტორიასთან.    
           ქართ. VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით. 
            ქართ. VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით. 

ქართ. VII. 12. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ფორმისა და სტილის შერჩევა მიზნისა და აუდიტორიის გათვალისწინებით.  

ქართ. VII. 13. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტის ორგანიზაციის წესებისა და ენობრივი ნორმების დაცვა.

ქართ. VII. 14. მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგი-ების გამოყენება ნაწერის ეფექტური ორგანიზები-სათვის.   
   


11 .პროექტის  ხელმძღვანელი  :გიული   ყულუმბეგაშვილი


12 .ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა :gulokulumbegashvili@gmail.com


13 .პროექტის  ვებგვერდი | ბლოგი :


პროექტის  განხორციელების  გეგმა

პრეზენტაცია კარგ ქართველთა ხსოვნისათვის