Sunday, 8 March 2026

კლუბი

 

კეხიჯვარის  საჯარო  სკოლა       2024-  20245  სასწავლო  წელი

 

           ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი“ ბალავარი“

 

მ/წლის სექტემბერში   შეიქმნა  ქართული ენისა და ლიტერატურის კლუბი  ,სახელწოდებით  :“ბალავარი’’. 

       კლუბმა განსაზღვრა მუშაობის წესები , მიზნები და ამოცანები.

1.კლუბის ზოგადი  დებულება

     ა)კლუბი დაარსდა სკოლის ბაზაზე,

მასში გაერთიანებულია მე-9 -მე-10 კლასების 12 მოსწავლე.

  ბ) კლუბი მუშაობას წარმართავს „ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს   კანონის გათვალისწინებით.

  გ)კლუბს აქვს წესდება,სლოგანი და ლოგო.

   დ)კლუბის მისამართი : ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ.კეხიჯვარის საჯარო სკოლა

ე)საკონტაქტო ტელეფონი :591  05  70  25

              კლუბის სახელწოდება  : „ბალავარი“

                              სლოგანი : „ენა  დედაა ერისა ‘’

                              ლოგო :

       კლუბის წესდება  

1.კლუბს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი ;

2.კლუბში გაერთიანების უფლება აქვს მე-9  ,მე-10 კლასების ნებისმიერ მოსწავლეს სურვილის მიხედვით;

3.კლუბის წევრი ვალდებულია დაესწროს კლუბის შეკრებას;

4.კლუბის თითოეულ წევრს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კლუბის მიერ დაგეგმილ აქტივობებში;

5.კლუბის წევრი ვალდებულია ,დაიცვას კლუბის წესდება.

     კლუბის დაარსების იდეა,მისი ფუნქციონირების მნიშვნელობა და აქტუალურობა

           კლუბის დაარსების იდეა გამომდინარეობს მოსწავლეთა საჭიროებებიდან და მისი მუშაობა ხელს შეუწყობს  არსებული პრობლემის გადაჭრას.

 კლუბის მუშაობის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება ესგ მოთხოვნების მიხედვით,რათა უკეთ დაეუფლონ მშობლიური ენის გრამატიკას,რაც სწორად წერისა და მეტყველების საწინდარი გახდება მომავალში. უფრო მეტ დროს დავუთმობთ იმ საკითხებს,რომლებსაც მოსწავლეები არასწორი ფორმით იყენებენ წერისა თუ მეტყველების დროს.

               

       

 

 

                                

       

 

 

                 

 

კლუბის  მიზანი  : მოსწავლეთა  ცოდნის  გაღრმავება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების  მიხედვით.

საკლუბო მუშაობამ  მოსწავლეებს  უნდა  განუვითაროს ენობრივი  უნარები ,გაუმდიდროს  ლექსიკური  მარაგი.

   მოსწავლემ  უნდა  შეძლოს  ენობრივ--გამომსახველობითი  საშუალებებისა და  გრამატიკის  საკითხების ცოდნის  ფუნქციურად  გამოყენება ზეპირი და წერითი  მეტყველების  დროს  (ქართ.საბაზო  9) .

  ასევე  უნდა შეძლოს  სტრუქტურული და ორგანიზაციული ელემენტების ცოდნის ფუნქციურად  გამოყენება კონკრეტული მიზნით  (ზეპირი  თუ  წერითი  მეტყველების  დროს) (ქართ.საბ.10). 

       

    საკლუბო მუშაობის გეგმა 2024-2025 სასწავლო წელი

N

აქტივობის   დასახელება

განხორციელების დრო

პასუხისმგებელი პირი

1.

ორგანიზაციული საკითხების მოგვარება:ა)კლუბის წევრების მიღება განაცხადის საფუძველზე; ბ)კლუბისათვის სახელწოდების,სლოგანის,ლოგოს შერჩევა;გ)კლუბის წესდებისა და სამუშაო გეგმის გაცნობა- დამტკიცება; დ)ლიდერი მოსწავლის არჩევა;

 

 

 

სექტემბერი

 

 

 

კლუბის ხელმძღვანელი

2.

  ა)ქვიზი -როგორ გვახსოვს ქართული სიტყვების მნიშვნელობები?  ბ)ტესტი -რომელი სიტყვაა გამოტოვებული ცნობილი ნაწარმოებების სათაურებში?

 

 

ოქტომბერი

კლუბის ხელ-ი

3

   ა)შეამოწმე ,რამდენად ძლიერი ხარ პუნქტუაციაში ბ)ტესტი - გამოიცანი ფრაზებით ცნობილი ქართული ნაწარმოებები;

 

 

ნოემბერი

კლუბის ხელ-ი

4

ა) რომელია სწორი ფორმა? (გააკეთეთ მარტივი ტესტი,რომელიც თქვენს ცოდნას შეამოწმებს ; ბ)ტესტი ფსევდონიმებზე -იცით თუ არა ქართველ მწერალთა და პოეტთა ნამდვილი გვარები ?

 

 

დეკემბერი

 

 

კლუბის ხელ-ი

5.

ა)   ტესტი:ხარ თუ არა პოეზიის ნამდვილი თაყვანისმცემელი? ბ)კროსვორდი:გამოიცანი მწერალი ნაწარმოებით;

 

 

იანვარი

 

 

კლუბის ხელ-ი

6.

ქართული ენის სიწმინდის დაცვა ჩვენი უპირველესი საზრუნავია: ა)კვირა ბარბარიზმის გარეშე  ბ)ტესტი: რამდენად კარგად ფლობ ქართული ენის გრამატიკას?

 

 

თებერვალი

 

 

კლუბის ხელ-ი

 

7

ფრაზეოლოგიზმებზე მუშაობა: ა)კონკურსი_ვინ უპასუხებს სწრაფად და სწორად?ბ) ტექსტის შექმნა შერჩეული ფრაზეოლოგიზმის გამოყენებით.

 

 

მარტი

 

 

კლუბის ხელ-ი

8

გრამატიკა ცხოვრებაში (ქართული ენის წესების გააზრება ყოველდღიურ ცხოვრებაში).  ა)ტესტი: რამდენად კარგად ფლობთ ქართული ენის გრამატიკას? კონკურსი:ნამდვილად კარგად ფლობთ ქართული ენის გრამატიკას ,თუ ამ 10 ტესტიდან 8-ს მაინც უპასუხებთ სწორად. ბ) ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა;

 

 

აპრილი

 

 

კლუბის ხელ-ი

9

კონკურსი : არის თუ არა ეს ფრაზა „ვეფხისტყაოსანში’’?ბ)კლუბის მუშაობის შეჯამება

 

მაისი

 

კლუბის ხელ-ი

კლუბის წევრები

 

 

 

                             

ვიქტორინა - ილია 187

 

ვიქტორინა    ილია   ჭავჭავაძის  საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 

 

1.       საქართველოს რომელ კუთხეში დაიბადა  ილია  ჭავჭავაძე  :

 

ა. ქართლი    ბ. კახეთი  გ. იმერეთი    დ .გურია  

 

2.        რა ერქვა  ილია  ჭავჭავაძის  მამას  : 

ა. როსტომი     ბ .პავლე   გ. გრიგოლი   დ. ნიკოლოზი    

 

3.სად მიიღო ილიამ უმაღლესი განათლება  : ა  .თბილისში   ბ .მოსკოვში    გ .  პეტერბურგში  

 

3.       ილიას რამდენიმე მხატვრული ნაწარმოების მიხედვით  გადაღებულია ქართული მხატვრული ფილმები. დაასახელეთ  ეს ფილმები.

 

 

4.რომელი თქმულება უდევს საფუძვლად ილიას ლექსს  „ ბაზალეთის  ტბა ‘’  ?

 

 

5.რამდენი   შვილი   ჰ ყავდა ლუარსაბ  თათქარიძეს  : ა .5     ბ.  1    გ .  3  დ.  არცერთი  

 

 

6. რა არ იცოდა  ლუარსაბ თათქარიძემ  :  ა .ჭამა  ბ .სმა   გ .თვლა  დ .სიმღერა  

 

 

7. ვინ  იყო  სუტ- კნეინა    : ა.ლუარსაბის  დეიდა    ბ .  ლუარსაბის მამიდა  გ . დარეჯანის ბიცოლა  დ .ლუარსაბის მაჭანკალი

 

8.დაასახელეთ თქვენი საყვარელი ლექსი ილიას შემოქმედებიდან და წაიკითხეთ ზეპირად .  

 

9 .   რამდენი ქისა ჰქონდა ოთარაანთ  ქვრივს   : ა ..5  ბ .6   გ .7  დ.1 

 

 

10.ოთარაანთ  ქვრივის ვაჟს  ერქვა   :    )   არჩილი       )  კესო  გ ) სოსია    დ)  გიორგი  

 

11.ვინ სწრაფად  ,ვინ სწორად   -დაალაგეთ სიტყვები ისე  ,რომ აღადგინოთ  ყველასათვის ცნობილი ციტატის დასაწყისი      : „  საუნჯე  ღვთაებრივი სამი მამა-პაპათაგან მამული დაგვრჩა სარწმუნოება  ენა ‘’.  

 

12.ეს სიტყვები დიდმა ილიამ  ერთ-ერთი სკოლის გახსნაზე  წარმოთქვა  . რომელი იყო ეს სკოლა  და  რას ეხებოდა ილიას სიტყვები ? 

 

13.   ილიას რომელი ნაწარმოების პერსონაჟია მოხუცი პეტრე  : ა  ) „გლახის ნაამბობი’’     )  „ კაცია- ადამიანი ?!  ‘’  გ ) „  მგზავრის  წერილები „   დ )“ სარჩობელაზედ“

 

14  . ილია   ჭავჭავაძის  რომელი ლექსის სტრიქონებია  :    დედავ,ისმინე ქართლის ვედრება

  ისე აღზარდე შენ შვილის სული,რომ წინ უძღოდეს ჭეშმარიტება,უკან ჰრჩეს კვალი  განათლებული ! ‘’    -  ა ) „ბაზალეთის ტბა ‘’ ბ  ) „ პოეტი „ გ ) „ქართვლის დედას ‘’ დ ) „ ჩემო კარგო ქვეყანა ‘’  

 

15.რატომ  დაუპირისპირდა ილია ჭავჭავაძე მამათა თაობის ისეთ  ავტორიტეტს  ,როგორიც გრიგოლ ორბელიანი იყო : ა )პირადი ინტერესების გამო     ბ )ქართული სალიტერატურო ენის რეფორმასთან დაკავშირებით  გ )ერთი მეორეზე აღმატებულად თვლიდა თავს . 

 

 

          

 

ვიქტორინის პასუხები  :  1    -ბ

 

2. 

 

მესამე -გ    

4.        ლეგენდა ბაზალეთის ტბის შესახებ

5.          

6.          

7.      

8.       - 

9.          

10.     

11.    - 

12.   წინამძღვრიანთკარის სასოფლო - სამეურნეო სკოლის გახსნისას. ილია შეკრებილ საზოგადოებას ცოდნის განათლების მნიშვნელობასა და მისი მიღების აუცილებლობაზე ესაუბრება.

13.      

14.     

15.     

 

გაკვეთილის გეგმა მე-6 კლასი

 

                                          გაკვეთილის გეგმა     

მასწავლებლის  სახელი  და  გვარი  : გ. ყულუმბეგაშვილი         

   საგანი : ქართული ენა და ლიტერატურა   

  სწავლების საფეხური  : დაწყებითი   მე-6 კლასი    

  მოსწავლეთა რაოდენობა :  19    

  გაკვეთილის თემა  : ი. გოგებაშვილის  მოთხრობა  „ იოთამ ზედგენიძის თავდადება ‘’

 გაკვეთილის მიზანი : ჯგუფური მუშაობისა და საპრეზენტაციო  უნარ-ჩვევების, საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და დაცვის, მსჯელობის უნარის განვითარება. 

ორგანიზების ფორმები: საერთო- საკლასო, ინდივიდუალური, ჯგუფური    

შეფასების ფორმები : განმავითარებელი  ,თვითშეფასება, ურთიერთშეფასება     

შესაბამისობა ესგ-თან :ქართ. დაწყ.(2) 1.მოსწავლემ უნდა შეძლოს  სამეტყველო ქცევის წარმართვა საკომუნიკაციო მიზნისა და კონტექსტის შესაბამისად.

რესურსი  : სახელმძღვანელო,  ინტერნეტ რესურსი  _ ვიდეომასალა  „წმინდანთა ცხოვრება“.   

 

         გაკვეთილის მსვლელობა  :  აქტივობა  1.  წინარე  ცოდნის გააქტიურება ( 2-3 წთ ) :  ა) რას მოგვითხრობს ი. გოგებაშვილის „იოთამ ზედგენიძის თავდადება? 

ბ) ადამიანის რომელი   2  თვისება უპირისპირდება ერთმანეთს ნაწარმოებში ? 

გ) ვინ, რომელი   პერსონაჟები  ემსახურებიან სიკეთეს ?

დ) როგორი პიროვნებაა ყვარყვარე ათაბაგი  ?  

 აქტივობა  2 .  ჯგუფური სამუშაო    (10-15 წთ.)   : მოთხრობაში წარმოდგენილი პერსონაჟების  მოკლე დახასიათება და მათი საქციელის შეფასება  არგუმენტირებულად.

აქტივობა  3. პრეზენტაცია  (5-7 წთ.)

თვითშეფასება, ურთიერთშეფასება  ( მოსწავლეები აფასებენ:  1.საკუთარი  ჯგუფის მუშაობას ;  2. ერთი ჯგუფი აფასებს მეორე ჯგუფის მუშაობას (მოსწავლეებს წინასწარ ეძლევათ  შეფასების სქემები .( დრო : 5 წთ .) 

აქტივობა 4. ინტერნეტრესურსი  (ვიდეომასალა)( :5 წთ)  „-წმინდანთა ცხოვრება“

აქტივობა 5.  ვიდეომასალის ნახვით გამოწვეული შთაბეჭდილების  გაზიარება (5 წთ )  : ა)  რა იყო წარმოდგენილი ვიდეომასალაში ?   

ბ). რა შთაბეჭდილება მოახდინა ნანახმა / მოსმენილმა თქვენზე ?

აქტივობა 6.განმავითარებელი შეფასება ცალკეული ჯგუფის და მთლიანად გაკვეთილის.  (3- წთ)

აქტივობა 7 . საშინაო დავალება (2 წთ) : დაწერეთ თხზულება თემაზე : „გმირები  არ კვდებიან ‘’

 

                     ჯგუფის მუშაობის შეფასების რუბრიკა

 

კრიტერიუმები

კი

არა

განმავითარებელი კომენტარი

ჯგუფის ყველა წევრი ჩართულია

 

 

 

ჯგუფის წევრები    

უსმენენ ერთმანეთს

 

 

 

ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)

 

 

 

ჯგუფი პრეზენტაციისას წარმოადგენს მთავარ იდეას, აკეთებს დასკვნებს.

 

 

 

ჯგუფი პასუხობს შეკითხვებს

 

 

 

ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს

 

 

 

 

 

ჯგუფურ მუშაობაში მონაწილეობის თვითშეფასების სქემის ნიმუში

 

ჩემს აზრს ღიად გამოვთქვამ

ყოველთვის

ზოგჯერ

არასდროს

როცა სხვა ლაპარაკობს, ვუსმენ ყურადღბით

ყოველთვის

ზოგჯერ

არასდროს

განსხვავებულ აზრს ვითვალისწინებ

ყოველთვის

ზოგჯერ

არასდროს

დაკისრებულ ფუნქციას ვასრულებ.

ყოველთვის

ზოგჯერ

არასდროს

ვიცი რომ კამათი ჩხუბში არ უნდა გადაიზარდოს

ყოველთვის

ზოგჯერ

არასდროს

ვიცავ დროის ლიმიტს.

ყოველთვის

ზოგჯერ

არასდროს

 

 

 

 

 

 

პრეზენტაცია

 

კრიტერიუმი

დიახ

არა

ნაწილობრივ

რეკომენდაცია

პასუხობს დავალების პირობას

 

 

 

 

მეტყველება გამართულია, საუბრობს მკაფიოდ, იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას

 

 

 

 

მსჯელობა თანმიმდევრულია, იცავს პრეზენტაციის ძირითად სტრუქტურულ ელემენტებს (შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა)

 

 

 

 

საკუთრი მოსაზრების საილუსტრაციოდ მოჰყავს შესაბამისი მაგალითები.

 

 

 

 

ფლობს აუდიტორიას, იყენებს არა-ვერბალური კომუნიკაციის ელემენტებს.

 

 

 

 

იცავს დროის ლიმიტს.